weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მღვდელი იონა ნინევიელი ამბობს, რომ ნაჩუქარ ჯიპს გაყიდის და გაჭირვებულებს დაეხმარება

11:10 ოთხშაბათი, 14 თებერვალი 2018

მღვდელმა იონა ნინევიელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ნაჩუქარ ტოიოტას ჯიპს ყიდის. მისი თქმით, ახალი ავტომანქანა მეგობრებმა აჩუქეს, თუმცა ძველი, რენოს მარკის ავტომობილი, რომელიც მას აქვს, სრულიად აკმაყოფილებს, ჯიპის გაყიდვის შემდეგ მიღებულ თანხას კი ეკლესიების მშენებლობას მოახმარს და გაჭირვებულებს დაეხმარება.

„ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, მე ჩემმა მეგობრებმა მაჩუქეს მანქანა, ჩემი მანქანა, რომელიც არის 19 წლის, აბსოლუტურად აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს დაგადავწყვიტე, რომ ნაჩუქარი მანქანა გავყიდოდა აქედან მიღებული თანხა მოვახმარო ეკლესიის, მონასტრის მშენებლობას და იმ ადამიანების მხარდაჭერას, ვისაც განსაკუთრებულად სჭირდებათ ფინანსური დახმარება. ღმერთმა დაგლოცოთ“, – ამბობს მღვდელი ვიდეოში.

იონა ნინევიელის ვიდეოს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი მღვდელს გადაწყვეტილებას უწონებს და წერს, რომ ის ამით მაგალითს სხვა სასულიერო პირებს აძლევს. საზოგადოების ნაწილი კი მას ვიდეოს გამოქვეყნებისთვის აკრიტიკებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]