weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გლდანის ციხეში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს

13:23 ოთხშაბათი, 14 თებერვალი 2018

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებაში მყოფი პატიმარი, ნიკოლოზ ჩოფიკაშვილი საკნის საპირფარეშოში ყელგამოჭრილი იპოვეს. შემთხვევა 10 თებერვალს მოხდა. დაშავებული ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პატიმრის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელი, ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი იცავს. მისი განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა მისთვის და პატიმრის ოჯახის წევრებისთვის თვითმკვლელობის ვერსია მიუღებელია. არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, საპირფარეშოში, სადაც დაჭრილი პატიმარი იპოვეს, ვერ ნახეს ის საგანი, რომლითაც დაზიანებებია მიყენებული.

„გამომძიებლის განცხადებით, თანასაკნელმა ის ღამის საათებში, საპირფარეშოში შემთხვევით აღმოაჩინა. გადაჭრილი ჰქონდა საძილე არტერია და ყელი ჰქონდა გამოჭრილი. დავინტერესდი, ნანახი იყო თუ არა ის საგანი, რომლითაც, როგორც გამოძიება ვარაუდობდა, თვითდაზიანება იქნა მიყენებული. გამომძიებლის პასუხი იყო უცნაური, რომ ასეთი საგანი არ იქნა ამოღებული. ვინაიდან შემთხვევა საპირფარეშოში მოხდა, ალბათ ჩარეცხაო ის, რითაც დაზიანება მიიყენა. ბუნებრივიცაა, ამ პასუხის შემდეგ უკვე ძალიან საეჭვო და არადამაჯერებელია თვითმკვლელობის ვერსია. წარსულში ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. ეს ორი წლის წინ მოხდა, თუმცა ჩემს მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, თვითმკვლელობის ვერსია არ არის დამაჯერებელი“, - ამბობს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

ნიკოლოზ ჩოფიკაშვილის ძმა აცხადებს, რომ ძმას ბოლოს ხუთშაბათს, 8 თებერვალს ესაუბრა, შაბათს კი უნდა შეხვედროდა. თამაზ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ ტელეფონით საუბრისას მის ძმას ციხეში რაიმე დაპირისპირების არსებობა არ უხსენებია. ოჯახი ითხოვს, გამოიძიონ იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები ნიკოლოზ ჩოფიკაშვილის საკანში.

ადვოკატისა და მსჯავრდებულის ძმის განცხადებებს სასჯელაღსრულების სამინისტრო გამოეხმაურა. უწყებაში განმარტავენ, რომ ნიკოლოზ ჩოფიკაშვილმა თვითდაზიანება სავარაუდოდ, ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა.

ნიკოლოზ ჩოფიკაშვილის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]