weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სოფელ კალაურში მცხოვრები ამონაშვილების ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს

14:55 შაბათი, 17 თებერვალი 2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მცხოვრები ამონაშვილების ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს. დღეს, გამთენიისას სამართალდამცავებმა მათ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. მალხაზ ამონაშვილის თქმით, პოლიციელები ტელევიზორსა და ხელთათმანს ეძებდნენ, თუმცა სახლიდან არაფერი ამოუღიათ. დაკითხვაზეა გადაყვანილი ალექსი ამონაშვილი.

ამონაშვილები ამბობენ, რომ პოლიცია მათზე ზეწოლას და დანაშაულის დაბრალებას ადრეც ცდილობდა.

„ეზო პოლიციელებით იყო გადაჭედილი. კარები შემოანგრიეს - ჩხრეკაა, უნდა შეგამოწმოთო. ვეუბნებოდი, რომ სახლში მოხუცი გვყავს. გამიშვით, რომ მეზობელს დავუძახო, მიხედოს და არ მოკვდეს-მეთქი. მოკვდესო, მიპასუხეს. მამაჩემი „მხედრიონის“ წევრი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მისი შვილები ვართ, უნდათ, ჩვენზე ააგონ ეს დანაშაულებები და გაგვამწარონ“, - უთხრა „რუსთავი 2“-ს მალხაზ ამონაშვილმა.

მოქალაქეებზე ზეწოლის ბრალდებას უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც უწყებაში „რეგინფოს“ უთხრეს, ამონაშვილების სახლში ჩხრეკა ქურდობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს დადგენილების საფუძველზე ჩატარდა. მალხაზ ამონაშვილი ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება. როგორც შსს-ში აცხადებენ, მას სავარაუდოდ დღის ბოლომდე გამოუშვებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]