weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გომბორის გზაზე საწვავით დატვირთული ავტომანქანა დაიწვა

16:03 შაბათი, 17 თებერვალი 2018
გომბორის გზაზე საწვავით დატვირთული ავტომანქანა დაიწვა ფოტო Ⓒ პირველი არხი

თელავი-გომბორის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სოფელ თეთრწყლებთან, საწვავით დატვირთული სატვირთო გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლმა ავტომანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ჩამქრალია. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, სატვირთო ავტომანქანა სრულად დაიწვა. 

გზის იმ მონაკვეთზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის განადგურებას ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]