weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გორში ეკლესიაში ხელყუმბარა იპოვეს

13:26 ორშაბათი, 19 თებერვალი 2018

გორში, წერეთლის გამზირზე მდებარე ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიაში სტიქაროსანმა ხატების გვერდით ხელყუბარა იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ხელყუმბარასთან ერთად, წერილიც იყო დატოვებული, რომლის ავტორი ღმერთს შენდობას სთხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წერილში აღნიშნულია, რომ ხელყუმბარა მის მფლობელს 2008 წლის ომის შემდეგ ჰქონდა და არ იცოდა, სამართალდამცავებისთვის როგორ ჩაებარებინა. ამიტომ, ეკლესიაში მიიტანა და შესაბამისი უწყებებისთვის გადაცემა მოითხოვა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სმართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]