weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ავარიის შედეგად სოფელ ლეჩურთან ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

13:32 სამშაბათი, 20 თებერვალი 2018

თელავის მუნიციპალიტეტში, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ლეჩურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი დღეს, გამთენიისას ხევში გადავარდა.

სოფელ ლეჩურში თელავის მერის წარმომადგენლის, ვალერი აბრამიშვილის თქმით, გარდაცვლილი და დაშავებული ადგილობრივები არ არიან. მისივე ინფორმაციით, ლეჩურში ისინი, სავარაუდოდ, მდინარე სტორზე ჰიდროელექტოსადგურ „სტორი 1“-ის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]