weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ძაღლის წამებით მოკვლაში ბრალდებული სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა

13:20 ოთხშაბათი, 21 თებერვალი 2018

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე რუსთავის საქალაქო სასამართლომ გამამტყუვნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლემ ბრალდებული ს.ზ. დამნაშავედ ცნო და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ს.ზ.-ს ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა ედებოდა ბრალად, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. მან გასული წლის ზაფხულში, რუსთავის ერთ-ერთ უბანში, ძაღლს ხის ჯოხით, რომელზეც დამაგრებული იყო ლითონის წვეტიანი დეტალი, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა გულმკერდის და მუცლის ღრუში, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა. 

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. 259-ე მუხლის მიხედვით, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]