ივნისი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

ბათუმელმა მოსწავლემ ამერიკული უნივერსიტეტისგან 1 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო

10:23 - 22 თებერვალი 2018 hits 633

ბათუმელი მეთორმეტეკლასელი, 18 წლის დავით ჯინჭარაძე, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, რომელიც ქალაქ აბუ-დაბიში მდებარეობს და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში შედის. მან უნივერსიტეტისგან სრული დაფინანსება მიიღო, რაც 1 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.  

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დავით ჯინჭარაძე ერთადერთია, რომელიც ნიუ-იორკის უნივერსიტეტში წელს საქართველოდან ჩაირიცხა. ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სასწავლებლად სკოლის დამთავრების შემდეგ გაემგზავრება და უნივერსიტეტში პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ისწავლის.

„უნივერსიტეტი ყველა ხარჯს ფარავს. ძალიან მცირე შანსია, რომ ამ უნივერსიტეტში მოხვდე. 10 ათასი აპლიკანტიდან 150 შეგვარჩიეს მთელი მსოფლიოდან. ტესტებში საშუალოზე ოდნავ მაღალი ქულა მქონდა და ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო გადამწყვეტი. მათ აინტერესებთ ვინ ხარ, როგორი პიროვნება ხარ, რა ინტერესები გაქვს. ვფიქრობ, ამას მიაქციეს ყურადღება. უნივერსიტეტში ლექციებს ძალიან გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანები კითხულობენ. მაგალითისთვის შემიძლია დავასახელო საბერძნეთის პარლამენტის წევრი და ევროკავშირის ერთ-ერთი ყოფილი მინისტრი, რომელმაც გასაუბრების დროს ჩაგვიტარა ლექცია,“ – უთხრა დათო ჯინჭარაძემ „ბათუმელებს“.

დათო ჯინჭარაძე „ფლექსის“ გაცვლითი პროგრამის მონაწილეა. ერთი წლის განმავლობაში ის ფლორიდაში ცხოვრობდა და სამშობლოში ნახევარი წლის წინ დაბრუნდა. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, დათო მაგისტრატურაში სწავლასაც უცხოეთში აპირებს, თუმცა ამბობს, რომ „საბოლოო წერტილი მაინც საქართველოა“.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი აბუ-დაბიში 2010 წელს მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]