weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სამეგრელოსა და ქვემო ქართლში 42 000 ლარის უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

13:26 ოთხშაბათი, 28 თებერვალი 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელოსა და ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს და მისი შენახვა - რეალიზაციის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქვემო ქართლის რეგიონში ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 18 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი „მასტერი“, ხოლო სამეგრელოში, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა დასახელების, ჯამში  3 250 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. სიგარეტების საერთო საბაზრო ღირებულება  42 000 ლარს აღემატება.

გამოძიება სისხლის სამართლი სკოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]