weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ბათუმში ახალი ყინულის არენა შენდება

14:28 სამშაბათი, 06 მარტი 2018

ბათუმში, სპორტის სასახლის მიმდებარედ, ლადო ასათიანის ქუჩაზე ახალი ყინულის არენა შენდება. ყინულის არენა განკუთვნილი იქნება ფიგურული სრიალის, ჰოკეის, ციგურებზე მასობრივი სრიალის სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩასატარებლად, ასევე სხვადასხვა დღესასწაულების, კონცერტების და გამოფენების მოსაწყობად.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, სპორტის სასახლე, ახალი ყინულის არენა და ოლიმპიური საცურაო აუზი საერთო ჯამში შექმნის ბათუმის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურულ, ისე სპორტული ტურიზმის მიმართულებით განვითარებას.

„სექტემბერ-ოქტომბერში ბათუმში იმართება ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება.

დაგეგმილ ჭადრაკის ოლიმპიადას მსოფლიო მასშტაბის ღონისძიება შეიძლება დავარქვათ. 180-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვა, 10 000-მდე სტუმარს ველოდებით რეგიონში.

ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამოცდა და გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, ბათუმი ღირსეულად უმასპინძლებს ოლიმპიადას. სპორტული ინფრასტრუქტურა დროულად დასრულდება. თქვენ ახლა ხედავთ სამუშაოების მიმდინარეობას ახალი სპორტული სივრცის შექმნის თვალსაზრისით. ეს არის პროექტის მესამე ფაზა, რომელიც გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, მარტის ბოლომდე ისევ ველოდებით „ფიდეს“ მაღალჩინოსნებს. მოხდება უშუალოდ ამ ლოკაციების ინსპექტირება. ჭადრაკის ჩემპიონატის შემდეგ აქ მოეწყობა მაღალი სტანდარტების საცურაო აუზი. ასევე ყინულის სასახლე. ეს არის ჩვენი მომავალი თაობისთვის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. ბათუმს ეყოლება ბევრი ტურისტი, მათ შორის სპორტული ტურიზმის მიმართულებით“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]