weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მაღალმთიან აჭარას სამი ახალი მარკირებული ტურისტული მარშრუტი შეემატება

17:13 ოთხშაბათი, 07 მარტი 2018

2018 წელს მაღალმთიან აჭარას სამი ახალი მარკირებული ტურისტული მარშრუტი შეემატება: ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული მარშრუტი; გოდერძი-მწვანე ტბა-შავი ტბა-დანისპარაულის წრიული მარშრუტი; ხულო-თაგო-სხალთის საფეხმავლო მარშრუტი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მარშრუტზე განთავსდება ტურისტული დაფები და მანიშნებლები, მარშრუტში მოინიშნება ზედ არსებული ყველა ტურისტული ობიექტი, მათ შორის საოჯახო-სასტუმრო სახლები, თავშესაფრები და კვების ობიექტები. ასევე, მომზადდება ინდივიდუალური ტურისტული რუკები, რომელთა ნახვაც მოგზაურებს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში შეეძლებათ. უკვე არსებული და ახალი ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით, მაღალმთიან აჭარაში დაგეგმილია ინფოტურები ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის და გიდებისთვის. 

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ რეგიონის სტუმრებს აჭარაში ზღვასთან ერთად დახვდეთ მრავალფეროვანი მთის ტურისტული პროდუქტები. ეს იქნება ახალი და უკვე არსებული ტურისტული მარშრუტები მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით თუ ჩვენს მიერ დაგეგმილი საინტერესო ფესტივალები. ჩვენი მიზანია ტურისტებისთვის აჭარის მაღალმთიანეთი იყოს საინტერესო ადგილი მოგზაურობისთვის, რათა მათ ზღვაზე დასვენების პარალელურად შეძლონ მოინხულონ ჩვენი ეროვნული პარკები, ულამაზესი მთიანი აჭარა თავისი ბუნებითა და სტუმართმოყვარე ხალხით. შემოდგომა საინტერესო იქნება ფესტივალებით. ჩვენ წელსაც ვუმასპინძლებთ გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალსა და სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“, რომლებიც ტრადიციულად სექტემბერსა და ოქტომბერში გაიმართება“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ. 

სოფლის ტურიზმის მიმართულებით საერთაშორისო მიდგომების გაცნობის მიზნით, წელსაც გაიმართება სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ქართველებთან ერთად უცხოელი ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]