weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ზუგდიდში ქალთა საერთაშორისო დღე აქცია-პერფორმანსით აღნიშნეს

10:36 პარასკევი, 09 მარტი 2018

ზუგდიდში 8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე აქცია-პერფორმანსით აღნიშნეს. „თანასწორობის მოძრაობის“ ინიციატივით ქალაქის მთავარ ქუჩაზე ქალების ფეხსაცმელები გამოფინეს, რომლებსაც თან ახლდა განმარტებები, რატომ ვერ ახერხებენ ქალები ქალთა უფლებების დასაცავად გამართულ აქციებზე მისვლას.

„ამ აქციით ჩვენ შევეცადეთ, იმ ქალების სათქმელი მოგვეტანა საზოგადოებამდე, ვინც თავისი პრობლემის შესახებ ხმამაღლა ვერ ლაპარაკობს; ვისაც საზოგადოებამ სხვადასხვა მიზეზით დუმილი ასწავლა, ვინც დღემდე ვერ არღვევს ამ დუმილს. ამ ფეხსაცმლების ნაცვლად აქ ზუსტად ეს ქალები უნდა იდგნენ“, - აღნიშნა „თანასწორობის მოძრაობის“ სოციალურმა მუშაკმა ცაბუნია ვართაგავამ რადიო „ათინათთან“ ინტერვიუში.

გენდერული თანასწორობის, შრომის თანაბარი ანაზღაურების და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მოთხოვნით, 8 მარტს აქციები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიმართა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]