სექტემბერი 22, 2018
weather cur airplane horoscope tv

ქუთაისში სამხედრო სამსახურის შენობაში ხანძარი გაჩნდა

10:52 - 09 მარტი 2018 hits 531

ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის შენობაში გამთენიისას ხანძარი გაჩნდა. ოთხსართულიანი შენობის მე-3 სართულზე დამწვარია სამხედრო სამსახურის უფროსის მოადგილის სამუშაო ოთახი. ხანძრის შედეგად ოთახში არსებული დოკუმენტების დიდი ნაწილი განადგურდა. 

სამხედრო სამსახურის უფროსის, ვასილ თუთბერიძის თქმით, შენობაში ცეცხლი დაახლოებით დილის 6:30 საათზე დაცვის თანამშრომელმა შენიშნა და სახანძრო გამოიძახა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა და ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ელექტროსადენების გაუმართაობა გახდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]