weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ფაროსანა პროტეინის წყაროა, ქათმებს და ინდაურებს შეუძლიათ ჭამონ – ლევან დავითაშვილი

16:38 პარასკევი, 09 მარტი 2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, აზიური ფაროსანა პროტეინის წყაროა და ქათმებს, ინდაურებსა და სხვა ფრინველებს შეუძლიათ საკვებად გამოიყენონ.

„თითოეული მავნებლის განადგურება მნიშვნელოვანია ამ პერიოდში, გაზაფხულზე, ვიდრე ის გამოვა და დაიწყებს კვერცხის დადებას. მნიშვნელოვანია თუ შინაური ფრინველები მიირთმევენ მას. ეს არის პროტეინის წყარო და ცხადია, შეუძლიათ ჭამონ ქათმებმაც, ინდაურებმაც და სხვა ფრინველებმაც. რაც შეეხება ამ ფრინველის ხორცის ვარგისიანობას, მის სუნსა და ფერს, ეს არის ინდივიდუალური აღქმის საგანი. ზოგადად, რა საკვებსაც მიირთმევს ესა თუ ის ცხოველი ან ფრინველი, ეს მნიშვნელოვნად განაპირობებს მის ხარისხობრივ თვისებებს. ამიტომ, ეს ინდივიდუალურად შესაფასებელია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გასულ წელს, დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას გასანადგურებლად ქათმებსა და ინდაურებს იყენებდნენ. წელს მავნებელი მწერის წინააღმდეგ საბრძოლველად მისი ბუნებრივი მტრის, იაპონური კრაზანის შემოყვანის საკითხი განიხილება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის განმარტებით, ბუნებრივი მტრის შემოყვანამდე, საჭიროა ჩატარდეს სამეცნიერო კვლევები, რაც ჯერ არ დაწყებულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]