weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ძლიერმა ქარმა სახლები, ელექტროსადენები და ავტომანქანები დააზიანა

00:00 შაბათი, 10 მარტი 2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამინდის გაუარესებისა და ძლიერი ქარის გამო სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამოძახების მოთხოვნით საქართველოს მასშტაბით 250-ზე მეტი ზარი განხორციელდა. მათ შორის, 166 - თბილისში, ხოლო 88 რეგიონებში. თბილისში სახანძრო-სამაშველოს გამოძახების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა დიდ დიღომში, დიღმის მასივში, საბურთალოზე, ისნისა და სამგორის რაიონებში.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მოქალაქეების შეტყობინებები ძირითადად ხეების წაქცევის, შენობა-ნაგებობების, ბილბორდებისა და ელექტრობოძების დაზიანების შემთხვევებს შეეხებოდა.

ძლიერი ქარის გამო თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, საცხოვრებელი კორპუსის მე-13 და მე-14 სართულებიდან მინები ჩამოვარდა, ავალიშვილის ქუჩაზე კი ხე გაზის მილსა და ავტოფარეხის სახურავს დაეცა.

9 მარტს, 16:00 საათიდან 21:00 საათის ჩათვლით არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად თბილისში 54 საცხოვრებელი სახლი, 68 ხე, 7 გარე განათების ბოძი , 43 ელექტროსადენი, 6 - ავტომანქანა, 5 გაზის ცენტრალური მილი და 6 სარეკლამო ბანერი დაზიანდა.

რაც შეეხება რეგიონებს, შიდა ქართლში დაზიანდა სამი, ხოლო აჭარაში ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავი. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში წვიმის შედეგად ჩამოიშლილია მიწა, დაზიანებულია ხეები და ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად გზა ჩაიხერგა. მარტვილში მდინარე ტეხურა ადიდდა, რის გამოც დატბორილია მიმდებარე ტერიტორია; მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად დაზიანებულია ერთი საცხოვრებელი სახლი.

ამ დროისთვის სტიქიის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]