სექტემბერი 22, 2018
weather cur airplane horoscope tv

საქობოს სკოლიდან კომპიუტერები მოიპარეს

14:12 - 11 მარტი 2018 hits 639

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქობოს საჯარო სკოლის შენობიდან ორი სასწავლო კომპიუტერი მოიპარეს. ქურდობის ფაქტი გუშინ, გვიან ღამით მოხდა, თუმცა, ამის შესახებ დარაჯმა დღეს დილით შეიტყო და პოლიცია გამოიძახა.

სკოლის დირექტორის, დოდო ჭყონიას თქმით, ინფორმატიკის კაბინეტი, სადაც ორი კომპიუტერი იდგა, გისოსებით არის დაცული, თუმცა ქურდებმა ორი ბოქლომის გატეხვა შეძლეს და ოთახში შეაღწიეს.

„დარაჯმა ღამის 2 საათზე დაასრულა შემოვლა. იმ დროისთვის ქურდობის ფაქტი მომხდარი არ იყო. სკოლაში მხოლოდ ეს ორი კომპიუტერი გვქონდა, რომელთაგანაც ერთი გაგვიფუჭდა და ფაქტობრივად არანაირი ღირებულება არ ჰქონდა“, - უთხრა დოდო ჭყონიამ „რეგინფოს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

საქობოს საჯარო სკოლაში 49 მოსწავლე სწავლობს. სკოლის კორპუსი, სადაც ქურდობა მოხდა, სოფელ მაშნაარში, ძველი სკოლის შენობაშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]