weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

11:26 ორშაბათი, 12 მარტი 2018

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის სარემონტო საამქროს თანამშრომელი, 55 წლის მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირებმა გაავრცელეს.

„სარემონტო საამქროს თანამშრომელი მე-4 საამქროს სახურავიდან, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 40 მეტრია, ჭერის სარემონტო სამუშაოების შესრულების, კონკრეტულად კი სახურავის ძველი ლითონის ფურცლების შეცვლის დროს ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დასაქმებულის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]