weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მთავარი პროკურორის მოადგილემ 2017 წელს პრემია-დანამატი 21-ჯერ მიიღო

10:17 სამშაბათი, 13 მარტი 2018

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ 2017 წელს ხელფასის სრული ოდენობით პრემია და დანამატი 21-ჯერ აიღო, რაც საერთო ჯამში 70 440 ლარს შეადგენს.

2018 წლის 1 იანვრამდე მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობრივი სარგო 3 400 ლარი იყო, ანუ წელიწადში 40 800 ლარი. ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გოგაძემ 2017 წელს სარგოსთან ერთად 21-ჯერ მიიღო დანამატი და პრემია. სულ მისი წლიური ანაზღაურება 111 240 ლარი იყო, საიდანაც 70 440 ლარი  პრემია-დამანატების თანხაა. 

აღსანიშნავია, რომ გიორგი გოგაძემ იგივე ოდენობით ანაზღაურება მიიღო 2015 და 2016 წლებშიც. 

„რეგინფო“ წერდა, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან მთავარი პროკურორის მოადგილის ყოველთვიური სარგოს ოდენობა 3400 ლარიდან 6000 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, პროკურატურის მოხელეებზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით დაწესებული შეზღუდვა დანამატებისა და ფულადი ჯილდოს (პრემიის) გაცემის საკითხებში.

 

მსგავსი თემები:

მთავარმა პროკურორმა ერთ წელში 70 440 ლარის ოდენობით პრემია-დანამატები მიიღ

მთავარმა პროკურორმა პრემია-დანამატები 18-ჯერ, მოადგილეებმა კი 21-ჯერ მიიღეს

კახეთის საოლქო პროკურორმა ერთ წელში სახელფასო დანამატი 23-ჯერ მიიღო

მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა დანამატი 26-ჯერ მიიღო

ქვემო ქართლისა და აჭარის პროკურორებმა ერთ წელში დანამატი 22-ჯერ მიიღეს

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]