სექტემბერი 18, 2018
weather cur airplane horoscope tv

ვალეში სამლოცველოსთან კათოლიკური ხატები და წიგნები დაწვეს

11:59 - 13 მარტი 2018 hits 475
ვალეში სამლოცველოსთან კათოლიკური ხატები და წიგნები დაწვეს ფოტო © ტაბულა

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვალეში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის სამლოცველოსთან უცნობმა პირებმა კათოლიკური ხატები და წიგნები დაწვეს.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, შემთხვევა 12 მარტს, საღამოს მოხდა.

„ალბათ ვიღაც ისეთმა დაწვა, ვისაც ქრისტე საერთოდ არ სწამს. არც კათოლიკე და არც მართლმადიდებელი ისე არ ჩავივლით იქ, პირჯვარი რომ არ გადავიწეროთ და სანთელი არ ავანთოთ. შესაძლოა, ვიღაცას ჩვენ შორის შუღლის გაჩენა უნდა“, – ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ მართლმადიდებელი ფატმან ჩუბინიძის კომენტარს.

„არასდროს ჩვენ შორის დაპირიპსირება არ ყოფილა. წლებია ერთად ვცხოვრობთ და მსგავსი არაფერი მომხდარა“, – ამბობს მერაბ გოზალიშვილი.

ვალეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის, მიხაილ სურმავას თქმით, მისთვის უცნობია, ვინ დაწვა ხატები და ლოცვის წიგნები. „მხოლოდ კათოლიკური ხატები დაწვეს და არა მართლმადიდებლური. ვფიქრობ ამის ჩამდენს სურს, რომ ვალეში კათოლიკე და მართლმადიდებელი მრევლი ერთმანეთს დაუპირისპიროს“, – აღნიშნავს ეკლესიის წინამძღვარი.

მისივე თქმით, მომხდარის შესახებ პოლიციისთვის არ უცნობებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კათოლიკური ხატებისა და წიგნების დაწვის ფაქტზე მოკვლევა დაწყებულია. 

სოფელ ვალეში მართლმადიდებელი ქრისტიანები და კათოლიკეები ცხოვრობენ.

მსგავსი შემთხვევა მოხდა 22 თებერვალს გორში, სადაც იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზის გალავანზე ჯვრები დახატეს. მომხარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე, დევნის მუხლით დაიწყო, თუმცა პოლიციას არავინ დაუკავებია.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]