მაისი 22, 2018
weather cur airplane horoscope tv

ყველაზე მეტი ინვესტიცია აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან განხორციელდა

16:03 - 13 მარტი 2018 hits 194

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები აზერბაიჯანი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო არიან.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს თითქმის ორი მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 %-ით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

აზერბაიჯანიდან შემოსულმა პირდაპირმა ინვესტიციამ 482.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა მაშინ, როდესაც ეს თანხა 2016 წელს 558.2 მლნ. აშშ დოლარი იყო. 2017 წელს თურქეთიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა გაიზარდა და 279.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, 2016 წელს ეს თანხა 205.2 მლნ. აშშ დოლარი იყო. ზრდა დაფიქსირდა გაერთიანებული სამეფოდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციების შემთხვევაშიც - 2017 წელს ამ თანხამ 250.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2016 წელს 119.6 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 54.3 %შეადგინა - აზერბაიჯანი ( 25.9 %), თურქეთი (15.0 %), გაერთიანებული სამეფო (13.4 %).

საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციატრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 527.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაცმთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28.3 %-ია. მეორე ადგილზეა საფინანსოსექტორი 304.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - მშენებლობა 294.6 მლნ. აშშ დოლარით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]