weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საქართველოში პროგრამისტების მომზადების უფასო კურსი იწყება

16:57 ოთხშაბათი, 14 მარტი 2018

ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი საქართველოში პროგრამისტების მომზადებას იწყებს. პროგრამა 6 თვიანია და სრულად არის დაფინანსებული. სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს, პროფესიის და გამოცდილების მიუხედავად. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 30-მდე განმცხადებლის შერჩევა.

სასწავლო ცენტრი თბილისში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე იმუშავებს. სწავლა 2018 წლის აპრილში დაიწყება. სასწავლო პროგრამა ისრაელის IT სპეციალისტების მიერ არის შედგენილი.

დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა განაცხადი ელექტრონულად უნდა შეავსონ ამ მისამართზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით: 551 50 60 70; ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.. რეგისტრაცია მარტის ბოლომდე გაგრძელდება.

ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი წარმატებულ კურსდამთავრებულებს გარანტირებულ მაღალანაზღაურებად სამსახურს და საერთაშორისო პროექტებში ჩართვას პირდება.

ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი, ეს არის ინოვაციური პროექტი საქართველოში, რომელიც 2018 წლის მარტში დაიწყო. ტექნოლოგიური ჰაბის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი მეზურნიშვილი და ილია წულაია, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში მენი ბენიში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]