weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

აჭარაში, სამეგრელოსა და კახეთში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

10:44 კვირა, 18 მარტი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში აჭარაში, სამეგრელოსა და კახეთში სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დაკავებულია 11 პირი.

შსს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანის ჩხრეკისას, სანადირო თოფი, მაკაროვის სისტემის 3 პისტოლეტი, კალაშნიკოვის სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ბერეტას“ სისტემის 3 პისტოლეტი, „ჩზ“-ს მოდელის 2 პისტოლეტი, „მოსინის“ ტიპის 2 კარაბინი, „GOLD-STAR-2002“-ის მოდელის პისტოლეტი, 13 მჭიდი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 200 საბრძოლო ვაზნა და 1 ჯავშანჟილეტი ამოიღეს.

„აქტიურად გრძელდება მოქალაქეების მიერ პოლიციაში სხვადასხვა ტიპის იარაღისა და საბრძოლო მასალის ნებაყოფლობით წარმოდგენა. სამცხე-ჯავახეთში ორმა მოქალაქემ ნებაყოფლობით წარმოადგინა: გადაჭრილი სანადირო თოფი, პისტოლეტი, მჭიდი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 316 საბრძოლო ვაზნა, 4 ხელყუმბარა და ხელყუმბარის 5 კორპუსიორივე მოქალაქე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება“, – განაცხადეს შსს-ში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]