weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ავტობუსის მძღოლი, რომელიც ზესტაფონში მატარებელს შეეჯახა, დაიღუპა

14:20 კვირა, 18 მარტი 2018

მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც ზესტაფონში მატარებლის შეჯახების შედეგად დაშავდა, გარდაიცვალა. საავადმყოფოში რჩება გარდაცვლილის მეუღლე, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი და ოპერაცია ჩაუტარდა.

სოფელ სვირთან მატარებელი მიკროავტობუსს ორი დღის წინ, დილის 9:00 საათზე დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით,მიკროავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ლიანდაგზე გადავიდა. ექიმების ცნობით, მძღოლს სისხლში შაქრის დონე მომატებული ჰქონდა.

შემთხვევის შედეგად სულ შვიდი მგზავრი დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]