weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თელავში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

16:45 კვირა, 18 მარტი 2018

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მამაკაცებს 30-35 %-იანი დამწვრობა აქვთ მიღებული. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

როგორც „რეგინფოს“ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უთხრეს, დაშავებულებს ძირითადად სახე აქვთ დამწვარი. სავარაუდოდ, პაციენტებს თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ.

ბუნებრივი აირის აფეთქება საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, ავტოფარეხში მოხდა. აფეთქების დროს რკინის შედუღების სამუშაოები მიმდინარეობდა.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობითჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]