weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პოლონეთში ავარიის შედეგად საქართველოს 2 მოქალაქე დაიღუპა, 5 დაშავდა

10:00 ორშაბათი, 19 მარტი 2018

პოლონეთში, ქალაქების ოპოჩნოსა და კონსკიეს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. შემთხვევა 16 მარტს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა, გზაზე მოცურდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ავტობუსს დაეჯახა.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებულები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


„პოლონეთში საქართველოს საელჩომ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა დაშავებულებისა და დაღუპულების ოჯახის წევრებს და მათთან მუდმივ კავშირზეა. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება გარდაცვლილი თანამოქალაქეების გადმოსვენების პრეცედურის დაწყება“, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამსახურეობრივი მიზნით იმყოფებოდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]