weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა დროებით აიკრძალა

14:24 ორშაბათი, 19 მარტი 2018

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელ ივნისამდე თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა აიკრძალა. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა.

იმპორტის აკრძალვის მიზანი საქართველოში კარტოფილის კიბოს გავრცელების თავიდან აცილებაა.

როგორც „რეგინფოს“ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, კარტოფილის კიბო საშიში საკარანტინო დაავადებაა, რომლიც თურქეთშია გავრცელებული. კარტოფილის კიბოს გამომწვევია სოკო - Synchytrium endobioticum. იგი შეიცავს მიკოტოქსინებს, რის გამოც მისი საკვებად  გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. 

კარტოფილის კიბოს გამომწვევი სოკო ითვლება განსაკუთრებით საშიშ საკარანტინო მავნე ორგანიზმად. იგი პირველად 1896 წელს აღმოაჩინეს უნგრეთში და გავრცელებულია ევროპის, აზიის აფრიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებსა და ოკეანეთში. რუსეთის ფედერაციაში გავრცელებულია 26 რეგიონში. საქართველოში დაფიქსირებულია აჭარის მაღალმთიან ხულოს მუნიციპალიტეტში. კულტურული მცენარეებიდან სოკოს მასპინძელი მხოლოდ კარტოფილია. სოკო ნიადაგში ინარჩუნებს ცხოველმოქმედებას და შეუძლია დაავადების რეციდივის გამოწვევა დიდი ხნის, 20-30 წლის განმავლობაში დაავადების კერის აღმოჩენიდან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]