weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქართული მარშის წევრები გიორგი გაბუნიას „რუსთავი 2“-ის ეზოში არ უშვებდნენ

17:48 ორშაბათი, 19 მარტი 2018

„ქართული მარშის“ წევრებმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, გადაცემა P.S.-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას ავტომანქანა ალყაში მოაქციეს და ტელეკომპანიის ეზოში არ უშვებდნენ. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა ტელეკომპანიის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციაზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

რამდენიმეწუთიანი დაპირისპირების შემდეგ, ავტომანქანამ, რომელშიც გიორგი გაბუნია და „რუსთავი 2“-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი ისხდნენ, ეზოში შესვლა მოახერხა. ტელეკომპანიასთან ამ დრომდე რჩებიან „ქართული მარშის“ წევრები და სამართალდამცავები.

„ქართული მარშის“ წარმომადგენლები ჟურნალისტისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო და ამბობენ, რომ გაბუნიამ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს შეურაცხყოფა მიაყენა.

18 მარტის, გადაცემაში P.S. სიუჟეტის წარდგენისას გაბუნიამ განაცხადა: „მე ვფიქრობ იესო ქრისტემ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო ორ-სამ წელიწადში აჭარაში. ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ იმიტომ, რომ ჯვრის დასამზადებლად რეგიონში ხე აღარ იქნებოდა დარჩენლი. ამ დროისთვის უკვე ბიძინას ეზოში იქნება გადარგული ყველა ხე და ასე იცოცხლებდა იესო მშვიდად, ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში, მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, უარესი - მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ ან უარესად. იესო ჯერ არ ჩანს“.

„რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია, ტელეკომპანიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას 18:00 საათზე გააკეთებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]