weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

თუშეთში მუდმივად მცხოვრებლებს 100-ის ნაცვლად 200 ლარით დაეხმარებიან

17:20 ოთხშაბათი, 21 მარტი 2018

თუშეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სოციალური დახმარების ოდენობა 2018 წლის 1 იანვრიდან გაორმაგდა და წელიწადში 100 ლარის ნაცვლად 200 ლარი იქნება.

დადგენილების თანახმად, მაღალმთიან თუშეთში მუდმივად მცხოვრები 30 ბენეფიციარი წელიწადში ორჯერ – ახალი წლისთვის და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ერთჯერადი დახმარების სახით 100-100 ლარს მიიღებს.

აღნიშნული პირებისთვის გამოყოფილი დახმარების ოდენობა, 2011 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, წელიწადში 100 ლარი იყო – 50-50 ლარი საახალწლოდ და სააღდგომოდ.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი წერდა, რომ 2017 წლის თებერვალში ახმეტის გამგეობამ თუშეთში მცხოვრები პირებისთვის 1250 ლარის პროდუქტები შეიძინა. თითოეულ ბენეფიციარისთვის შეძენილ იქნა შემდეგი პროდუქტები: 3,5 კგ შაქრის ფხვნილი, 5 კგ მაკარონი, 1 კგ კარამელი, ზეთი, 1,5 კგ შოკოლადი, 1 კგ ორცხობილა, 100 გრამი ნალექიანი და 100 გრამი უნალექო ყავა.

იმავე წლის 21 თებერვალს, სასაჩუქრე პაკეტების თუშეთში გადატანა გამგეობის მიერ დაქირავებული ვერტმფრენით განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 25 500 ლარი დაიხარჯა. საახალწლო პროდუქტების გადაცემის მიზეზით, თუშეთში გაფრინდნენ და სპეციალურად მიწვეული მუსიკოსების თანხლებით იქეიფეს ახმეტის გამგებელმა, მისმა მოადგილემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, კახეთის გუბერნატორმა, ახმეტა-თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ახმეტის პოლიციის უფროსმა, მისმა მოადგილემ და სხვა მაღალჩინოსნებმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]