weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

სუს-ი არ ადასტურებს ინფორმაციას იოსებ გოგაშვილის მოხსნის შესახებ

17:15 ხუთშაბათი, 22 მარტი 2018
ფოტოზე იოსებ გოგაშვილი ფოტოზე იოსებ გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იოსებ გოგაშვილის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება გუშინ, გვიან ღამით იქნა მიღებული, მას შემდეგ, რაც „ქართული მარშის“ დამფუძნებელმა, სანდრო ბრეგაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩვენება მისცა, სადაც თითქოს „ქართული მარშის“ დამფინანსებლად გოგაშვილი დაასახელა.

იოსებ გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015 წლიდან მუშაობს.

შეგახსენებთ, 2017 წლის 7 დეკემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მიერ შესაძლო კორუფციული დანაშაულების ჩადენის ფაქტებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, მთავარ პროკურატურას მიმართა, თუმცა პროლურატურამ გამოძიება არ დაიწყო.

 

ამ თემაზე:

როგორ იზრდებოდა სუს-ის უფროსის მოადგილის ოჯახის ქონება და შემოსავლები

სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა ერთ წელში დანამატი 36-ჯერ აიღო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]