weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სარფის საბაჟოზე 40 კგ ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ამოიღეს

11:59 პარასკევი, 23 მარტი 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე 40 კილოგრამი ოქროს და ვერცხლის არადეკლარირებული საქონელი ამოიღო. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვაჟა ფანოზიშვილმა განაცხადა, ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 2 000 000 ლარს აღემატება

„საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისთვის აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული „მერსედეს ბენცის“ მარკის სამგზავრო ავტობუსში, სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით ცდილობდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ძვირფასი ლითონის - 36 კგ ოქროს და 4 კგ ვერცხლის ნაკეთობები, ასევე, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები. ამოღებული ავტონაწილების ღირებულება 19 700 ლარს შეადგენს“, – განაცხადა ფანოზიშვილმა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის კოდექსის 214 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]