weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

16:40 პარასკევი, 23 მარტი 2018

საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. კანონპროექტს 75 ხმა სჭირდებოდა, მაგრამ მას მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა, 14 კი წინააღმდეგ წავიდა.

კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა.

კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მომდევნო კვირაში პარლამენტი გენდერული კვოტირების საკითხს მიუბრუნდება. მისივე თქმით, გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი უმრავლესობის მხრიდან იქნება ინიცირებული.

„იყო გარკვეული წინააღმდეგობა დეტალებთან დაკავშირებით, შეთანხმება ვერ შედგა. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს ორგანული კანონის პროექტს კვოტირების შესახებ, პრინციპი იქნება იგივე - 25%-იანი მინიმალური წარმომადგენლობა შემდეგ პარლამენტში. რაც შეეხება 2024 წლის პარლამენტს, იგი უზრუნველყოფილი იქნება სულ მცირე 1/3-ის წარმომადგენლობით“ - განაცხადა კობახიძემ.

კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა, 37 455 ამომრჩევლის ხელმოწერით საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. კანონპროექტის მიხედვით, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიები და ბლოკები ვალდებული იქნებოდნენ, რომ პარტიული სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარედგინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას დაუბრუნებდა სიას ხარვეზის გამოსასწორებლად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლიდა. გარდა ამისა, როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი დაიკავებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]