weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

გუდაური–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

18:41 პარასკევი, 23 მარტი 2018

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ინტენსიური ნალექების შედეგად ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე შეზღუდვა 20:00 საათამდე იქნება დაწესებული. ამავე გზის კმ134–კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. დადგენილი რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ტემპერატურის ვარდნა და ინტენსიური თოვა, ხოლო მთიან რაიონებსა და ბარში ძლიერ წვიმაა მოსალოდნელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]