weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რიკოთის უღელტეხილზე ავტოცისტერნას ცეცხლი გაუჩნდა, დაიღუპა ერთი ადამიანი

21:40 პარასკევი, 23 მარტი 2018
რიკოთის უღელტეხილზე ავტოცისტერნას ცეცხლი გაუჩნდა, დაიღუპა ერთი ადამიანი ფოტო © პირველი არხი

რიკოთის უღელტეხილზე, სოფელ ხევთან თხევადი გაზით დატვირთული ავტოცისტერნა გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საწვავმზიდის მძღოლი გარდაიცვალა.

ცეცხლი ამ დრომდე არ არის ლიკვიდირებული. შემთხვევის ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 50-მდე მეხანძრე მუშაობს.

ხანძრის გამო რიკოთის უღელტეხილის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ნაცვლად, მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზე გადაერთო.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]