weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ზუგდიდში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

11:53 კვირა, 25 მარტი 2018

ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ჩვილი ბოძზე პოლიეთილენის პარკით იყო ჩამოკიდებული. ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამჟამად ახალშობილთა განყოფილებაშია მოთავსებული.

ახალშობილი 24 მარტს იპოვეს. რადიო "ათინათთან" ექიმმა სულხან ორჟონიამ განაცხადა, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს ახალშობილი გაყინული იყო, დაბალი ტემპერატურა და სისხლში ჟანგბადის დეფიციტი ჰქონდა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]