weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ალბანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

11:54 ორშაბათი, 26 მარტი 2018

ალბანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ალბანეთის რესპუბლიკაში, შეუძლია, ვიზის გარეშე შევიდეს და დარჩეს ალბანეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღე, ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

როგორც „რეგინფოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ახალი რეგულაცია ძალაში თებერვლიდან შევიდა.

ალბანეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს გასული წლის მარტიდან განიხილავდა. მანამდე ალბანეთმა თვენახევრიანი უვიზო რეჟიმი დააწესა, რომლის გამოყენებაც საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, ტურისტული მიზნებისთვის შეეძლოთ.

2017 წლის ნოემბერში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა ბოსნია და ჰერცეგოვინამაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]