weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

პოლიციამ რუისში ძველი საფლავების გადათხრის ფაქტის შესწავლა დაიწყო

12:52 ორშაბათი, 26 მარტი 2018

ქარელის პოლიციამ სოფელ რუისში, წმინდა დემეტრეს სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ძველი საფლავების გადათხრის ფაქტის შესწავლა დაიწყო. ძველი სასაფლაოს ტერიტორია გალავნის ასაშენებელად, ეკლესიის მოძღვრის გაბრიელ იმედაიშვილის მითითებით, 2 კვირის წინ გადათხარეს.

ტრაქტორმა რამდენიმე ადგილას მე-19 საუკუნის საფლავები დააზიანა, რის გამოც ეკლესიის გარშემო ადამიანის ძვლები იყო მიმოფანტული.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ადგილობრივი მცხოვრებლების პროტესტის შემდეგმღვდელმა მუშებს დაავალა, ძვლები ტომარაში მოეგროვებინათ და მიწაში ჩაემარხათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]