weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ჭუბერში, ნენსკრა ჰესის ტერიტორიაზე 27 წლის მამაკაცი სროლით შეიჭრა - შსს

17:50 ორშაბათი, 26 მარტი 2018

მესტიის პოლიციის თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული მაქსიმე გვარმიანი ძალადობით სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ჭუბერში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული სოფელ ჭუბერში, იტალიური კომპანია „სალინი იმპრეჯილოს“  ტერიტორიაზე ავტომანქანით შეიჭრა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა და მიიმალა.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ძალადობით ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლის ან სხვა ქმედების ფაქტზე, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტალიურმა კომპანიამ „სალინი იმპრეჯილო“ სვანეთში ნენსკრა ჰესი უნდა ააშენოს. ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სვანეთის მცხოვრებლები ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს მესტიასა და თბილისში. სვანეთში ჰესების მშენებლობის აკრძალვის გადაწყვეტილება სვანეთის საერთო კრება - ლალხორზე მიიღეს, რომელსაც სვანეთის ყველა თემის წარმომადგენელი ესწრებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]