weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სააღდგომოდ თბილისიდან ბათუმისკენ მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნება

10:45 სამშაბათი, 03 აპრილი 2018

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრების მომატებული რაოდენობის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ მატარებლის დამატებით რეისებს დანიშნავს.

5, 6, 7, 9 და 10 აპრილს ოთხვაგონიანი, ორსართულიანი შტადლერის ელექტრომატარებელი (#808/807) თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი განრიგით იმოძრავებს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:30 საათზე გავა და ბათუმში 15:30 საათზე ჩავა, ბათუმიდან კი 17:10 საათზე გამოვა და თბილისში 22:03 საათზე ჩამოვა.

დამატებითი რეისი ინიშნება თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებაზეც. კერძოდ, 5, 6, 7, 9 და 10 აპრილს 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი (#878) თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 8:50 საათზე გავა, სენაკში 13:08 საათზე ჩავა, სენაკიდან კი მატარებელი (#877) 19:45 საათზე გამოვა და თბილისში 23:59 საათზე ჩამოვა.

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 8 აპრილს აღნიშნავს. საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, ქრისტეს აღდგომის დღე, მიცვალებულთა მოხსენიების დღე დასვენების დღეებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]