weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

შუახევში სავარაუდოდ X-XI საუკუნის ქვევრის ნაწილები აღმოაჩინეს

17:32 ხუთშაბათი, 05 აპრილი 2018

აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიძინიძეებში, შალვა გოგიტიძის საკარმიდამო ნაკვეთში, საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობისას ქვევრის ნაწილები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს.

პირველადი დათვალიერების შემდეგ, არქეოლოგმა ამირან კახიძემ განაცხადა, რომ ქვევრი, სავარაუდოდ, X-XI საუკუნეებით თარიღდება.

შუახევის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, მაკა მაკარაძის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ქვევრი სოფელ თხემლისშიც აღმოაჩინეს, რომელიც მიწიდან უვნებლად ამოიღეს. მისივე თქმით, კულტურის სამსახურში შექმნილია საექსპედიციო ჯგუფი, რომელიც სოფლებში ეთნოგრაფიულ ნიმუშების მოძიებით არის დაკავებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]