weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მყინვარწვერზე ბელგიელი ალპინისტი დაიღუპა

22:57 ხუთშაბათი, 05 აპრილი 2018

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერზე ბელგიის ერთი მოქალაქე გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული ტურისტების გამყოლ საქართველოს მოქალაქესაც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ალპინისტები მთიდან ეშვებოდნენ, რა დროსაც სავარაუდოდ თოკი გაწყდა და სიმაღლიდან ჩამოვარდნენ.

მცხეთა-მთიანეთის სამაშველო სამსახურის უფროსის, თემურ მონიავას თქმით, დაშავებული ალპინისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის ამ დროისთვის მეტეოსადგურის ტერიტორიაზე იმყოფება.

„დაშვების დროს სავარაუდოდ თოკმა ვერ დაიჭირა და მოწყდა. სიმაღლიდან ჩამოვარდნენ. ბელგიის მოქალაქე, რომელმაც თავის ტრავმა მიიღო, სამწუხაროდ, გარდაცვლილია. სამაშველო ღონისძიება ამ დროისთვის რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეჩერებულია. როგორც კი ამინდი გაუმჯობესდება, სამაშველო ღონისძიება გაგრძელდება“, - აცხადებს თემურ მონიავა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ბოლოს მყინვარწვერზე ადამიანის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 2017 წლის სექტემბერში გავრცელდა. მაშინ პოლონელი ტურისტი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]