weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თბილისში მეშახტეების მიმართ სოლიდარობის აქცია გაიმართება

00:44 პარასკევი, 06 აპრილი 2018

6 მარტს, 17:00 საათზე, თბილისში ტყიბულელი მეშახტეების მიმართ სოლიდარობის აქცია „სოლიდარობა ტყიბულს“ გაიმართება. აქციის მონაწილეები მსვლელობას თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის 1-ლი კორპუსიდან დაიწყებენ და პარლამენტის ყოფილ შენობასთან დაასრულებენ.

აქცია/მსვლელობის ორგანიზატორები არიან „აუდიტორია 115“, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „ახალგაზრდა სოციალისტები“ და „სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი“. მათი განცხადებით, მშრომელი ადამიანები საქართველოში განწირულები არიან, ხოლო ეკონომიკის სამინისტრო ეწინააღმდეგება ყოველი პროგრესული ნაბიჯის გადადგმას, რაც მშრომელი ადამიანების კეთიდლდღეობას მოემსახურება.

„ყველაფერი გათვლილია ინვესტიციებზე, საიდანაც მიღებული დოვლათი არ ხმარდება ადგილობრივ მოსახლეობას. ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირ ბლოკავს და შემდეგ აჭიანურებს ქვეყანაში უსაფრთხო და ღირსეული შრომითი პოლიტიკის შემუშავებას. მომხდარ ტრაგედიაზე სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს და განსაკუთრებით, ეკონომიკის მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ დიმიტრი ქუმსიშვილმა მინისტრის თანამდებობა დატოვოს.

5 აპრილს, 04:00 საათზე ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

კომპანია „საქნახშირში“ ირწმუნებიან, რომ შახტაში უსაფრთხოების წესები დაცული იყო, ტრაგედიის მიზეზი კი სამთო დარტყმა გახდა, რომლის პრევენციაც შეუძლებელია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]