weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ბათუმის პორტის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

11:02 პარასკევი, 06 აპრილი 2018
ბათუმის პორტის დირექტორმა თანამდებობა დატოვა ფოტო © ბათუმელები

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა დანიარ მუჰამედ რაჰიმმა თანამდებობა დატოვა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, პორტის თანამშრომლებმა, რომლებიც დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობდნენ, პროტესტი შეწყვიტეს.

ბათუმის პორტის თანამშრომელთა ნაწილი 2 აპრილს გაიფიცა და დირექტორის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. იმავე დღეს, პორტის ადმინისტრაციის შენობაში ათამდე ადამიანმა შიმშილობა დაიწყო. ისინი საზღვაო ნავსადგურში შესაძლო რეორგანიზაციას და თანამშრომელთა შემცირებას აპროტესტებდნენ. ორი დღის განმავლობაში პორტი პარალიზებული იყო, რის გამოც გაფიცულთა ნაწილმა მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო, ექვმა თანამშრომელმა კი შიმშილობა განაგრძო. ორი მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ გაუარესდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი აცხადებდა, რომ სამსახურიდან გათავისუფლება არავის ემუქრება და რეორგანიზაციის შესაძლებლობა პორტში ფინანსური და ეკონომიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით განიხილებოდა.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ მართავს, რომლის მფლობელი 2008 წლიდან ყაზახური კომპანია „ყაზტრანსოილია“.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]