weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

თბილისში პეკინის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს

10:35 სამშაბათი, 10 აპრილი 2018

თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ირანის მოქალაქეები არიან და ბინა რამდენიმე დღით ჰქონდათ ნაქირავები. 

სავარაუდოდ სიკვდილის მიზეზინახშირჟანგით (CO) ინტოქსიკაცია გახდა. ჟურნალისტებთან საუბრისას მეზობლები ამბობენ, რომ სადარბაზოში ბუნებრივი აირის სუნი იდგა, თუმცა,შემთხვევის ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბინაში გაზის სისტემა გამართულად მუშაობდა.

ცხედრები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]