weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

თბილისში ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს

22:39 სამშაბათი, 10 აპრილი 2018

თბილისში, ვეძისის დასახლებაში ოთხი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაჭრის ფაქტი დაახლოებით, 19:00 საათზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დაჭრილები არიან 1998 წელს დაბადებული ზ.ღ., 1996 წელს დაბადებული ლ.ს., 1993 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული გ.ხ.

„ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ. პოლიციამ ამოიღო, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღიდან გასროლილი ტყვიების მასრები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - განაცხადეს შს სამინისტროში.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]