weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სატვირთო ავტომანქანა დაიწვა

19:18 ოთხშაბათი, 11 აპრილი 2018

თეთრიწყაროში, სოფელ ჩხიკვთასთან ახლოს, სატვირთო ავტომანქანას მოძრაობის დროს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული და ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]