weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სოფელ კალაურში 54 წლის მამაკაცი მოკლეს

11:26 ხუთშაბათი, 12 აპრილი 2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში 54 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მოკლულს ბლაგვი საგნით დაზიანებები თავში აქვს მიყენებული. 

როგორც „რეგინფოს“ სოფელში გურჯაანის მერის წარმომადგენელმა ალექსანდრე პაპოშვილმა უთხრა, სახლში ყაჩაღობის მიზნით ნიღბიანები შეიჭრნენ. მისივე თქმით, შემთხვევის დროს მამაკაცი ასაკოვან დედასთან ერთად იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დანიშნულია ექსპერტიზა და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]