weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსთავში არასრულწლოვნები ლომბარდს თავს დაესხნენ

12:10 ხუთშაბათი, 12 აპრილი 2018

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ლომბარდს არასრულწლოვნები თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, მათ ლომბარდში ტელეფონის დატოვება უნდოდათ, რაზეც ოპერატორისგან უარი მიიღეს. ამის შემდეგ ერთ-ერთმა ახალგაზრდამ დანა ამოიღო და ოპერატორს გარეთ გასვლას აიძულებდა.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ერთი არასრულწლოვანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება გრძელდება.

იმის გამო, რომ თავდასხმის შედეგად ლომბარდში კედელი დაზიანდა, თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. გუშინ საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება 239-ე, ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]