weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ზუგდიდში ბერიას ქუჩისთვის სახელის გადარქმევას მხარს არ უჭერენ

12:49 ხუთშაბათი, 12 აპრილი 2018
ზუგდიდში ბერიას ქუჩისთვის სახელის გადარქმევას მხარს არ უჭერენ ფოტო © ლაივპრესი

ზუგდიდში, ლავრენტი ბერიას ქუჩის მცხოვრებლების ნაწილი ქუჩისთვის სახელის გადარქმევას მხარს არ უჭერს. „ლაივპრესის“ მიერ გამოკითხული მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან ქუჩისთვის გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭების ინიციატივასაც.

„ბერიამ საქართველოს ისტორიაში დიდი წვლილი შეიტანა. ახალგაზრდა თაობამ ამის შესახებ არ იცის. ამ ქუჩას ვარ მიჩვეული და მირჩევნია დარჩეს. შეიძლება, ოთხზორიას სახელი სხვა ქუჩას დაარქვან, სადაც ამის წინააღმდეგები არ იქნებიან“;

„თუ გადარქმევა უნდათ, დაგვიბრუნონ გაგარინის ქუჩა. ის რუსი არ იყო, მსოფლიოში პირველი კოსმონავტი იყო, ან დატოვონ ბერიას ქუჩა. ჩვენ არაფერს გვეკითხებიან, ესე როგორ შეიძლება. ოთხოზორიას ოჯახს პატივს ვცემ. ბევრი ღირსეული ხალხია ომში დაღუპული, დასარქმევის მეტი რა არის, მაგრამ არ არის ეს მიღებული. ჩვენ თანახმა არ ვართ“;

„არ გაბედოთ აქ ამაზე მეორედ მოსვლა. ჩვენ გვინდა ჩვენი ერის საამაყო ბერიას ქუჩა“;

„გიგა ოთხოზორია ჩემი მეგობარი იყო. ეს [ქუჩისთვის სახელის გადარქმევა] არის პროვოკატორების მიერ მოფიქრებული, რომ მეგრელს მეგრელი დაუპირისპირონ. ამისთვის ამ უბიწო ბიჭის სახელს იყენებენ. მეორე მსოფლიო ომის აღმოჩენა იყო ლავრენტი ბერია. ვისაც ვიცნობ, იციან, რომ ეს მართლაც საამაყო პიროვნება იყო“, – ამბობენ „ლაივპრესის“ მიერ გამოკითხული მოქალაქეები.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა 28 მარტს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს განცხადებით მიმართეს. ისინი ლავრენტი ბერიას ქუჩისთვის სახელის გადარქმევას და 2016 წელს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭებას ითხოვენ. არასამთავრობოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ „საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში განხორციელებული ტერორის ავტორების სახელებისგან ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს მით უფრო იმ ფონზე, რომ საოკუპაციო რეჟიმი უდანაშაულო ადამიანებსაც კლავს“.

გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ“ ზუგდიდის საკრებულოს მოუწოდა შეცვალოს სოფლების და დანარჩენი ქუჩების საბჭოთა სახელწოდებებიც. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი არ ასრულებს „თავისუფლების ქარტიით“ დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც ერთ-ერთ მიზნად სწორედ ქუჩების, მოედნების, სოფლების, დაბების კომუნისტური სახელწოდებების აღმოფხვრას ისახავს.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]