weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ხულო-გოდერძის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

17:44 ხუთშაბათი, 12 აპრილი 2018

აჭარაში ბათუმი-ხულო-ახალციხის ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები სრულდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დღეს ხულო-გოდერძის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ახალციხესთან დამაკავშირებელი გზა კი ხვალ, დღის ბოლომდე გაიხსნება.

კურორტ გოდერძიზე თოვლის საფარი გვიან გაზაფხულამდე ნარჩუნდება, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია.

გზებზე არსებულ მდგომარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გზის გაწმენდის სამუშაოები დროულად ჩატარდეს, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, მოსახლეობის გადაადგილებას, მეორე მხრივ, კურორტზე სამშენებლო სამუშაოების განახლებასა და ახალი პროექტების დაწყებას.

აჭარის მთავრობის განცხადებით, მომდევნო ეტაპზე კურორტ ბეშუმის მიმართულებით გზის მოწესრიგებისა და ახალი საფარის დაგების სამუშაოები დაიწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]