weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თბილისი – სტამბოლის რეისზე 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

16:01 პარასკევი, 13 აპრილი 2018

თბილსი–სტამბოლის რეისზე დღეს გამთენიისას 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის შეუძლოდ თვითმფრინავის დაძვრის შემდეგ გახდა და ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა.

„ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც ბორტზეა გადაღებული, რამდენიმე მგზავრი ამბობს, რომ თვითმფრინავში ჟანგბადის ბალონები გაუმართავი იყო, სასწრაფომ დაიგვიანა და მამაკაცს დახმარება დროულად არ აღმოუჩინეს. ავიაკომპანია „პეგასუსის“ წარმომადგენელი მარიამ ხარებაშვილი ამ ბრალდებებს უარყოფს.

„ეკიპაჟმა და აეროპორტის ექიმებმა გამოიძახეს სასწრაფოც, მაგრამ დიდი მცდელობის მიუხედავად, მგზავრს ვერ ვუშველთ. გული გაუჩერდა. ბორტზე რეაგირება დროულად მოხდა“, – განაცხადა მარიამ ხარებაშვილმა.

„ტვ პირველთან“ საუბარში TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე ამბობს, რომ თვითმფრინავი 4:45 წუთზე დაიძრა.

„როგორც გადმოცემით ვიცით, მგზავრი ცუდად გახდა თვითმფრინავის დაძვრის შემდეგ და კაპიტანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკან მობრუნებულიყო. ჩვენთან შეტყობინება, რომ მგზავრი ცუდად იყო, 4:51 წუთზე დაფიქსირდა, მაგრამ თვითმფრინავი ხიდს მოადგა 4:57 წუთზე. „ევექსის“ კლინიკის ექიმი, რომელიც წარმოადგენს სამედიცინო სამსახურს აეროპორტში, 4:59 წუთზე უკვე თვითმფრინავში იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც თვითმფრინავი ხიდს მოადგა, 2 წუთში ექიმი ბორტზე იყო. როგორც ექიმი ამბობს, მგზავრი იყო უკვე გარდაცვლილი, პულსი არ ესინჯებოდა“, – აღნიშნა ზაქარაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. როგორც უწყებაში განაცხადეს, პირველადი მონაცემებით, მამაკაცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]